21.01.2021

5 ამოუცნობი მოვლენა დედამიწაზე

blog-article-image-one.jpg

განვითარების რომელ საფეხურზეც არ უნდა ვიმყოფებოდეთ, ბუნებასა და მის საოცრებებს ყოველთვის ერთი ნაბიჯით ჩამოვრჩებით (მეტით თუ არა.) დედამიწის სხვადასხვა კუნჭულში მოიძებნება გონებისთვის წარმოუდგენელი თუ დაუჯერებელი სანახაობები, ისეთი მოვლენები, რომლებიც ლოგიკურ ახსნას არ ექვემდებარება და მაინც, არსებობას განაგრძობს. დღეს სწორედ მათ შესახებ გიამბობთ.

ცისარტყელა ევკალიპტი / Rainbow Eucaliptus

ფილიპინებსა და ინდონეზიას შორის მოთავსებული ეს ცისარტყელასავით მრავალფერი ხე შთაგონებით ანთებული მხატვრის მოლბერტს მოგაგონებთ. ეს ხე აღიარებულია, როგორც ყველაზე ფერადი მცენარე მთელს დედამიწაზე. მეცნერთა ნაწილი თვლის, რომ ამ ხის მრავალფეროვნება მისი ქერქის აქერცვლასთანაა დაკავშირებული. წლიდან წლამდე აქერცლილი ადგილები ფერს იცვლის და წლების მატების პროპორციულად– ჯერ ღიავდება, შემდეგ კი მუქდება. ყველაზე “ახალგაზრდა” ქერქი ღია მწვანე შეფერილობისაა, რადგან მეტ ქლოროფილს შეიცავს, წლების მატებასთან ერთად მწვანე ფერი იისფერში გადადის, შემდეგ წითლდება, ბოლოს კი მუქ ყავიფრად რჩება. რაც არ უნდა იყოს მიზეზი, შედეგი ნამდვილად გასაოცარია. 

საჰარას თვალი / Eye Of the Sahara

მეცნიერთა მეორე დილემას ე.წ. “საჰარას თვალი” წარმოადგენს. მავრიტანიაში არსებული ამ გამაოგნებელი ადგილის წარმოშობის შესახებ არაერთი ლეგენდა დადის, ზოგი მას “ეგვიპტურ ყოვლისმხედველ თვალთან” აკავშირებს, ზოგიც თვლის, რომ ეს მასონთა ლოჟის დამღაა დედამიწაზე, სხვები უცხოპლანეტელთა თეფშის ნაკვალევად აღიქვამენ, თუმცა პასუხი არავინ იცის.

მეცნიერთა შორის ყველაზე მეტად გავრცელებული შეხედულება კი ასეთია: აქ საუკუნეების წინ არსებობდა უზარმაზარი კლდოვანი ქვაბული, რომლის ეროზიის შედეგად შემოგვრჩა თვალის გუგის ფორმის ამოუცნობი ტერიტორია. 

თუმცა, ბოლომდე საწრმუნო არც ეს ვერსია გახლავთ. თუ დავაკვირდებით, ის წრიულად განლაფებული სხვადასხვა შრეებისგან შედგება, თითოეულ რკალს კი განსხვავებული სტრუქტურისა და შემადგენლობის ქანები აქვს, რაც მეცნიერებს კიდევ უფრო უბნებს თავგზას. თუ კი ეს ადგილი ერთ დროს მართლაც ქვაბულს ეჭირა, მაშინ რატომაა ქანები სხვადასხვა ტიპის? პასუხი არავინ იცის...

მარადიული ცეცხლის ჩანჩქერი / Eternal Flame Falls

ამერიკის შეერთებული შტატების  ჩრდილო ნაწილში, იქ სადაც ნიუ იორკს კანადა ესაზღვრება, ერთი პატარა ჩანჩქერი მდებარეობს. თუმცა, გასაოცარი ის არის, რომ ამ ჩანჩქერის შუაგულში მარად კიაფობს ცეცხლის ალი. ალბათ გილერმო დე ტორომ “ფავნის ლაბირითი”  სწორედ მისი შთაგონებით გადაიღო. საქმე იმაშია, რომ ჩანჩქერის რაღაც ნაწილიდან გამუდმებით ჟონავს ბუნებრივი აირი, რომელიც ხელს უწყობს ცეცხლის მუდმივ ციალს. თუმცა საკითხვი ისაა, თუ თავდაპირველად ვის (ან რას) მოუვიდა თავში აზრად, ჩანჩქერის შუაგულში ცეცხლი დაენთო… არავინ იცის, თუმცა ეს უწყინარი ადგილი მოლაშქრეთა ერთ–ერთ საყვარელ და ფოტოგენურ ადგილადაა აღიარებული.

პერლამუტრის ღრუბლები / Nacreous Clouds

დარწმუნებული ვარ, ამ სტატიის წაკითხვისკენ, ნაწილობრივ მაინც, გარეკანმა გიბიძგათ. ახლა სწორედ მასზე მოგიყვებით. ამ არნახული ფერების მქონე ღრუბლების დანახვა, სამწუხაროდ, მხოლოდ პოლუსებიდან თუ შეიძლება…

პერლამუტრის ღრუბლები ძალიან მაღლა, (ორჯერ უფრო მაღლა, ვიდრე თვითმფრინავების საჰაერო გზებია)წარმოიქმნება, ატმოსფეროში– იქ, სადაც ჰაერი განსაკუთრებით მშრალი და ცივია. ეს საოცარი ნათება გამოწვეულია პერლამუტრის ღრუბლებისა და ჩამავალი მზის განლაგეიბთ– ამ დროს მზე ღრუბლებს ქვემოთ ექცევა, ხოლო მის სხივებს ღრუბლები აირეკლავს და დედამიწისკენ გზავნის. სამწუხაროდ, ეს სანახაობა რამდენადაც თვალისმომჭრელია, იმდენად საზიანოა გარემოსთვის. პერლამუტრის ღრუბლები ანადგურებენ ოზონის შრეს. ოზონი კი იცავს დედამიწას მზის უარყოფითი დასხივებისგან.

ჯერ–ჯერობით, მის მიერ მოყენებული ზიანის შესამცირებელი საშუალება არ გაგვაჩნია.

მობუტბუტე შაშვები.შავი მზე / Starling Murmuration, aka “Black Sun”

თუ ოდესმე ინგლისში ამოყოფთ თავს და ცაში “მოცურავე დელფინს” ან რაიმე სხვა ცხოველს მოკრავთ თვალს, არ შეგეშინდეთ– ეს მხოლოდ ათიათასობით შაშვის ერთობლივი ფრენით წარმოქმნილი მხედველობითი ალუზიაა. ინგლისის მყუდრო სოფლებს დრო და დრო ბუტბუტი მოიცავს, რასაც ფრინველთა თვალუწვდენელი გუნდის გადაფრენა მოყვება. ყველაზე უცნარი ის არის, რომ ფრინველების ერთობლიობა ყოველთვის რომელიღაც ცოცხალ ორგანიზმს განასახიერებს. მეცნიერები დღემდე ვერ ხსნიან ამ ფენომენს, თუმცა ფაქტია, რომ ფრინველთა ეს განლაგება სულაც არ არის შემთხვევითი.

იმედია, მოგეწონათ არც თუ ისე ცნობილი, მაგრამ გასაოცარი მოვლენების ისტორიები.

eye-icon.svg

15486

chat-icon.svg

0

ავტორი Admin