alpha
alpha

ფინანსური რისკების დაზღვევა.

ფინანსური რისკების დაზღვევა წარმოადგენს სადაზღვევო კომპანიის ვალდებულებას, გადაიხადოს საგარანტიო თანხა პრინციპალის მიერ ბენეფიციარის წინაშე აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში.

სრულად career-first-section-red-arrow.svg

ვინ არიან ფინანსური რისკების დაზღვევის ხელშეკრულების მხარეები?

travel-right-side-text-background.svg

გარანტი
ფინანსური რისკების დაზღვევის გამცემი სპეციალური სუბიექტი: ბანკი, საკრედიტო დაწესებულება ან სადაზღვევო ორგანიზაცია.

პრინციპალი
ფინანსური რისკების დაზღვევით უზრუნველყოფილი ვალდებულების მქონე პირი. (მოვალე, მაგ: სესხის ხელშეკრულებისას მსესხებელი).

ბენეფიციარი
პრინციპალის კრედიტორი, რომელსაც გააჩნია პრინციპალისგან მოთხოვნის უფლება (მაგ: სესხის ხელშეკრულებისას გამსესხებელი).

ფინანსური რისკების დაზღვევის სახეები

სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის გარანტია

უზრუნველყოფს პრინციპალის (პრეტენდენტი) მიერ სატენდერო პირობების შესაბამისად ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას ბენეფიციარის წინაშე (სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობის მისაღებად (NAT; SPA)).

წინასწარი ანგარიშწორების (საავანსო) გარანტია

სადაზღვევო კომპანია იღებს ვალდებულებას, დაუბრუნოს ავანსი ბენეფიციარს (შემსყიდველი) იმ შემთხვევაში, თუ ავანსის მიღების შემდეგ პრინციპალი (მიმწოდებელი) არამიზნობრივად იყენებს ავანსად მიღებულ თანხას და არ ასრულებს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს. გაიცემა მატერიალური სახით, ბლანკიან ფურცელზე დაბეჭდილი, უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი, ბეჭდით დადასტურებული.

ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია

უზრუნველყოფს საქონლის დროულ მიწოდებას, მომსახურების გაწევას, სამუშაოს განხორციელებას და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას. გაიცემა მატერიალური სახით, ბლანკიან ფურცელზე დაბეჭდილი, უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი, ბეჭდით დადასტურებული.

ხარისხის უზრუნველყოფის გარანტია

უზრუნველყოფს პრინციპალის ვალდებულებას შესრულებული სამუშაოს, პროდუქციის მიწოდების შემდგომ, რაიმე დეფექტის აღმოჩენის ან ხარისხის გაფუჭების შემთხვევაში გამოასწოროს დეფექტები და ხარვეზები, ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად. გაიცემა მატერიალური სახით, ბლანკიან ფურცელზე დაბეჭდილი, უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი, ბეჭდით დადასტურებული.

საბაჟო ვალდებულებების შესრულების გარანტია

იმ შემთხვევაში, თუ დამზღვევი ვერ შეასრულებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მისაღებად საბაჟო რეჟიმში მიმოქცევისათვის დადგენილ ვალდებულებებს, გარანტი, სადაზღვევო კომპანია გადაუხდის მოსარგებლეს შესაბამის თანხას. გაიცემა მატერიალური სახით, ბლანკიან ფურცელზე დაბეჭდილი, უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი, ბეჭდით დადასტურებული.

სხვა გარანტიები

დაცვის სამსახური, სათამაშო ბიზნესი, TIR გარანტიები და სხვა.

კლიენტის მიერ წარმოსადგენი აუცილებელი ინფორმაცია