27.04.2021

5 ყველაზე მაღალანაზღაურებადი პროფესია

blog-article-image-one.jpg

ბავშვობაში ალბათ ყველა ჩვენგანისთვის უკითხავთ – ვინ გინდა გამოხვიდე? მაშინ პასუხის გაცემა ძალიან მარტივი იყო...

თუმცა, წლების შემდეგ, როდესაც ამ კითხვას საკუთარ თავს ვუსვამთ, პასუხი ან ძალიან ბუნდოვანია, ან საერთოდ არ ჩანს, ზოგჯერ კი იმდენი ვარიანტი გვაქვს – არჩევანის გაკეთება გვიჭირს.

იმისთვის, რომ სწორ გადაწყვეტილებამდე მივიდეთ, გონებაში პრიორიტეტები უნდა დავალაგოთ:

1) იქნება ეს პროფესია ჩემთვის შემოქმედებითი?
2) პროფესიულად განვვითარდები?
3) როგორი იქნება ჩემი სავარაუდო ანაზღაურება?

წლიდან წლამდე მსოფლიოს დასაქმებულთათვის პრიორიტეტად სწორედ მესამე ვარიანტი რჩება ... ანაზღაურება წარმატების მაჩვენებლად იქცა.

ვნახოთ, როგორია ყველაზე მაღალანაზღაურებადი პროფესიების ხუთეული.

გენერალური აღმასრულებელი - CEO (5)

Career Addict–მა ჩაატარა კვლევა ამერიკის, გაერთიანებული სამეფოს, კანადისა და გერმანიის ქალაქებში. ამ კვლევის თანახმად მეხუთე ადგილზე გენერალური აღმასრულებლის პროფესია აღმოჩნდა.

ეს პროფესია ძალიან საინტერესოა იმ მხრივ, რომ არ მოითხოვს ერთი, კონკრეტული მიმართულების შესწავლას, არც რაიმე კურსის გავლასა თუ ხარისხის მოპოვებას.

იმისთვის, რომ ერთ–ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი პროფესიის მქონე დასაქმებულად იქცეთ, საჭიროა გქონდეთ ლიდერის ფუნქციები, კრიზისულ სიტუაციებში მუშაობის დიდი გამოცდილება, საჭირო გადაწყვეტილებების სწრაფი მიღების უნარი და რაც ყველაზე მთავარია, პიროვნული ქარიზმა, რომელიც კომპანიის ყოველ თანამშრომელს სტიმულს მისცემს.

საშუალოდ CEO–ს წლიური შემოსავალი ასე გამოიყურება:

გაერთიანებული სამეფო (U.K.) - $176,000
ამერიკის შეერთებული შტატები (U.S.A.) – $310,000
კანადა – $259,000

სტომატოლოგი (4)

საშულოდ სტომატოლოგთა წლიური ანაზღაურება ასეთია:

დიდი ბრიტანეთი (U.K.) – $135,000
ამერიკის შეერთებულ შტატები (U.S.A.) – $225,000 
კანადა – $180,000
გერმანია – $120,000

საინტერესოა ისიც, რომ ნებისმიერ სტომატოლოგს შეუძლია სურვილის შემთხვევაში ორთოდონტიის მიმართულებით განაგრძოს მოღვაწეობა. ამისთვის საჭიროა დამატები საასპირანტო კურსების გავლა, რაც დაკავშირებულია სწავლების რამდენიმე წელთან და არც თუ ისე მცირე მატერიალურ სახსრებთან. სამაგიეროდ, ანაზღაურება სტომატოლოგთა თითქმის გაორმაგებულ ხელფასს აჭარბებს. კბილების გასწორება ხომ განურჩევლად ყველას სჭირდება.

ამავე კვლევის მონაცემთან მიხედვით, ორთოდონტთა წლიური ანაზღაურება საშუალოდ ასეთია:

დიდი ბრიტანეთი (U.K.) – $327,000
ამერიკის შეერთებული შტატები (U.S.A.) - $295,000
კანადა –  $157,000
გერმანია – $192,000

ექიმი – თერაპევტი (3)

ეს ერთ–ერთი ყველაზე შრომატევადი პროფესიაა, მისი ხარისხის მისაღებად სიცოცხლის უკანასკნელ ამოსუნთქვამდე უნდა ისწავლოთ და „ყველაფერი უნდა იცოდეთ“.  თუმცა, ეს ამად ღირს.

ექიმ–თერაპევტთა ანაზღაურება ასე გამოიყურება:

დიდი ბრიტანეთი (U.K.) – $167,000
ამერიკის შეერთებული შტატები (U.S.A.) - 235,000
კანადა – 186,000
გერმანია – 120,000

ქირურგი (2)

მეორე ადგილზე ქირურგია. ვფიქრობ, არ არის საჭირო ამ პროფესიის ღირსებებზე ვისაუბროთ, ჩვეულებრივ მოკვდავთათვის ეს ისედაც ნათელია. შესაბამისია ანაზღაურებაც.

დიდი ბრიტანეთი (U.K.)– $220,000
ამერიკის შეერთებული შტატები (U.S.A.)- 396,000
კანადა– 310,000
გერმანია– 248,000

ანესთეზიოლოგი (1)

ამ პროფესიის დასაუფლებლად დაახლოებით 12–დან 13 წლამდე სამედიცინო განხრით სწავლებაა საჭირო. არაა გასაკვირი, რომ სწორედ მათ უფიქსირდებათ პლანეტაზე ყველაზე მაღალი ხელფასი.

დიდი ბრიტანეთი (U.K.)– $275,000
ამერიკის შეერთებული შტატები (U.S.A.)- 410,000
კანადა– 300,000
გერმანია– 300,000

შენიშნავდით, რომ ხუთეულში შესული პროფესიების უმეტესობა სამედიცინო სფეროს ეკუთვნის. სამწუხაროდ, საქართველოში ასე როდია, აქ სამედიცინო სფერო მეტად დაუფასებელია, ანაზღაურება არ შეესაბამება პროფესიის შესასწავლად თუ სამუშაოდ საჭირო სახსრებსა და ენერგიას...

ჩვენს შემთხვევაში,  ტოპ–ხუთეულში შედის :

გაყიდვების მენეჯმენტი
მარკეტინგის მენეჯმენტი
IT მენეჯმენტი
ფინანსური მენეჯმენტი
არქტიტექტორულ–საინჟინრო მენეჯმენტი.

 

eye-icon.svg

54125

chat-icon.svg

0

ავტორი Admin