20.01.2021
5 ყველაზე საშიში გზა მსოფლიოში
მსოფლიოში არაერთი წარმოუდგენლად სახიფათო გზა არსებობს, რომელთა გავლაც ადამიანებს უწევთ. საუკუნეების წინ კლდეში ნაკვეთი დაუჯერებლად საშიში გზები დღემდე ათასობით ტურისტისა თუ ადგილორივისთვის ერთ-ერთ ყველაზე ექსტრემალურ სანახაობაა მიჩნეული. მოდი, ვნახოთ ზოგიერთი მათგანი
გუოლიანგის გვირაბი / Guoliang Tunnel Road
ჩინეთი,
ეს გასაოცარი გვირაბი სულ რაღაც 13 მამაკაცისგან შემდგარმა ჯგუფმა გამოკვეთა კლდეში 1972-1977 წლებში. დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია ისიც, რომ ეს ყველაფერი მათ საკური ხელებით გააკეთეს, ყოველგვარი დანადგარების გარეშე. ისინი ადგილობრივი ჩინელი მამაკაცები იყვნენ, სახლიდან წამოღებული ჩაქუჩებითა და ქვის სატეხებით აღჭურვილნი. ამბობენ, რომ ყოველი სამი დღის მუშაობით კლდეში კვეთის საქმე სულ რაღაც ერთი მეტრით მიდიოდა წინ… მათმა დაუღალავმა 5 წლიანმა შრომამ შედეგი გამოიღო და ის დღესაც მოქმედი, ერთ-ერთი ყველაზდ საშიში გვირაბია.
ჩრდილოეთ იუნგას გზა / North Yungas Road
ბოლივია
ბოლივიის ამ გზას ზედმეტსახელად “სიკვდილის გზას” უწოდებენ. ის 1930 წელს შექმნეს პარაგვაელმა პატირებმა. ისინი პოლიტიკური ტყვეები იყვნენ ნავთობის დატაცებისთვის გაჩაღებულ ჩაკოს ომის დროს. ამბობენ, რომ წელიწადში ამ გზის მსხვერპლი საშუალოდ 300 ადამიანია. ხშირია მანქანების გზიდან გადავარდნისა და მგზავრთა ფატალური დასასრულიც. ამის მიზეზი ის არის, რომ 4 000 მეტრზე გამავალ ამ გზას საერთოდ არ აქვს ბარიერები, მემანქანეს კი უმცირესი შეცდომაც კი სიცოცხლის ფასად უჯდება.
ბეიბურთის გზატკეცილი / Bayburt D915 Highway
თურქეთი
დიდი ხნის განმავლობაში ბეიბურთის გზატკეცილი მიიჩნეოდა მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე საშიშ გზად. მას D915-სახელითაც მოიხსენიებენ. ბეიბურთის გზატკეცილი 1916 წელს შეიქმნა, რუსი ჯარისკაცების მეირ. თუ თავბრუსხვევა თქვენი სისუსტეა, მაშინ აქ არასდროს უნდა მიხვიდეთ, რადგან, ერთი არასწორად გადადგმული ნაბიჯი და თქვენ “თავისუფალი ვარდნით” დაასრულებთ სიცოცხლეს. მიუხედავად ასეთი დიდი საშიშროებისა, ათასობით ტურისტი რისკავს აქ ასვლას და ადრენალინის ჭარბ რაოდენობასაც გამოიმუშავებს. მისი მწვერვალიდან გადმოხედვისას იშლება თვალწამრტაცი ხედები, რაც წვალებად ნამდვილად ღირდა.
ამაცურებელი გზა / BAM road
რუსეთი
მოგზაურ მოტო-მრბოლელთა სანუკვარი რუსეთში მდებარე ეს გზა ბუნების საოცრებას ნამდვილად არ წარმოადგენს, თუმცა ერთ-ერთ ყველაზე სახიფათო ადგილადაა დასახელებული. ბაიკალის ტბის გასწვრივ გადებული ამურის კორპის ხით ნაგები ეს ლიანდაგები აღმოსავლეთ ციმბირამდეა გადაჭიმული, ალაგ-ალაგ ჭაობებშია ჩაფლული და კომპიუტერული თამაშის ელფერი უფრო დაკვარავს,ვ იდრე რეალობისა. აქ მყოფი მოგზაური არც ხიდის უეცარი ჩატეხვისგანაა დაცული. მიუხედავად ამისა, მოტო-მრბოლელებისა თუ 4X4 ავტომრბოლელთათვის ნამდვილ სამოთხეს წარმოაგენს. ექსტრემალური სპორტის მოყვარულები მსოფლიოს მასშტაბით ყოვეწლიურად იღებენ მონაწილეობას ამ გიჟურ შეჯიბრში და სოციალურ ქსელში საკუთარი თავგადასავლის ამსახველ ვიდეოებსაც აქვეყნებენ. თუმცა, ვერ ვიტყოდი, რომ ყოველ მათგანს მშვიდობიანად დაუსრულებია ეს “თამაში”.
თუშეთის გზა
საქართველო
და ბოლოს, საქართველო. ძალიან მიხარია, როდესაც ჩვენი ქვეყანა იმის საშუალებას მაძლევს, ყოველ სტატიაში ამაყად მოვიხსენიო. BBC-იმ 2013 წელს ჩაატარა ძალიან საინტერესო კვლევა ევროპის ქვეყნებს შორის, სადაც დაასახელა ყველაზე სახიფათო საავტომობილო გზები. მათ შორის სწორედ თუშეთის გზა მოხვდა.
2950 მეტრზე მყოფი აბანოს უღელტეხილზე გამავალი ეს მონაკვეთი ყველაზე გაბედულ ტურისტებსაც კი აფრთხობს. საინტერესოა ისიც, რომ აქ მოხვედრა ყოველთვის როდის შეგიძლიათ. თავისი სპეციფიკური მდებარეობისა და სახიფათო მოსახვევების გამო ეს გზა მთელი 6 თვის განმავლობაში დაკეტილია- გზის დიდი ნაწილი ხომ პირდაპირ კლდეზეა გაჭრილი და აქ მყოფს “კამიკაძეობის” სურვილს ნამდვილად უკარგავს.ტურისტებსა თუ მოგზაურებს მხოლოდ მაისის შუა რიცხვებიდან ოქტომბრის ბოლომდე შეუძლიათ “სიკვდილს თვალებში ჩახედონ” და თუშეთში მოხვდნენ.