25.12.2019

5 ორიგინალური საახალწლო საჩუქარი

blog-article-image-one.jpg

ვინ მოთვლის, უკვე მერამდენე წელია დაფუსფუსებთ ტვინის უჯრედებში და იმაზე ფიქრობთ, თუ რა აჩუქოთ თქვენთვის ძვირფას ადამიანებს ახალი წლის ჯადოსნურ ღამეს.   შექსპირის სიტყვები: “არაფერია იმაზე უფრო ბანალური, როგორც სურვილი – იყო ყველასგან გამორჩეული”– ხომ საჩუქრების არჩევის დროს თითოეულ ჩვენგანს კარგად ესადაგება. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტე, ორიგინალური საჩუქრების იდეები მოგაწოდოთ.

 

საგარეო აქსესუარები

 

 

 

 

 

 

 

ცივი ზამთარი ყელსახვევის, ქუდისა და ხელთათმანის გარეშე ვის წარმოუდგენია? სულ მცირე მონდომება და მარჯვე ხელები საკმარისია იმისთვის, რომ ფეხსაცმლის ყუთი თავად გადააქციოთ სასაჩუქრე Luxury Box–ად საახალწლო ქაღალდისა და წებოს დახმარებით, შიგნით კი ზამთრის ნაქსოვი ქუდი, ყელსახვევი და ხელთათმანები მოათავსოთ.  სურვილისამებრ, შეგიძლით ზამთრის სუსხისგან დამცავი ჰიგიენური პომადა და სახისა და ხელების კრემიც დაუმატოთ… არ დაგავიწყდეთ, რომ ეს ყველაფერი მამრობითი სქესის წარმომადგენლებსაც ისევე ესაჭიროებათ, როგორც მანდილოსნებს.

 

Flippy-ის ცოცხალი მელოდია (our first dance)

 

 

 

 

 

 

 

თუ თვლით, რომ ტექნოლოგიური განვითარება სამყაროში რომანტიზმს ახშობს, გეტყვით, რომ ძალიან ცდებით. პირიქით, საჩუქრები ასეთი მრავალფეროვანი არასდროს ყოფილა. მართალია, ჯერ მფრინავ ხალიჩას ვერ შეგპირდებით, თუმცა საყვარელი მელოდიის “დანახვაში” კი დაგეხმარებით. 3D პრინტის მეშვეობითა და ცოტაოდენი ჯადოსნობით დღეს უკვე შეგვიძლია მეგობარს ვაჩუქოთ ჩარჩოში ჩასმული “სურათი”, რომელზეც მისი საყვარელი მელოდია იქნება ასახული. კონკრეტული სიმღერის ბგერების სიხშირეები უნიკალურ ხელოვნების ნიმუშს წარმოქმნიან და თანაც, ორიგინალურობასაც ინარჩუნებენ. თუ საჩუქარი საყვარელი ადამიანისთვის გსურთ, შეგიძლიათ თქვენი “პირველი ერთად ცეკვის” მელოდია შეუკვეთოთ, ეს სურათი კი ყოველ დანახვაზე მას თქვენთან გატარებულ ამ გასაოცარ დღეს გაახსენებს.

 

სახლის აქსესუარები

 

 

 

 

 

 

 

და მაინც, თუ ასეთი აბსტრაქტული საჩუქარი თქვენთვის არც თუ ისე საინტერესოა, კომფორტულ და გამოყენებად აქსესუარებს დავუბრუნდეთ. სახლის ღუნღულა ჩუსტები ახალი წლის განუყოფელი ნაწილია. შეგიძლიათ კვლავ საახალწლოდ გაფორმებულ ფეხსაცმლის კოლოფში ამჯერად ჩუსტები, მათთვის შესაფერისი წინდები და ტანის კრემი მოათავსოთ. დარწმუნებული ვარ, ასეთი სასაჩუქრე ყუთი ზედმეტი არავისთვის იქნება. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, მამაკაცისთვისაც შეგიძლიათ შეარჩიოთ.

 

Flippy-ის ასტროლოგია (the day, when I met you)

 

 

 

 

 

 

 

ზემოთხსენებული მელოდიის “დანახვა” თქვენთვის თუ წარმოუდგენელია, შეგიძლიათ საყვარელ ადამიანს ამჯერად ვარსკვლავების ისეთი განლაგება “აჩუქოთ”, როგორიც თქვენი პირველი შეხვედრის დროს რეალურად იქნებოდა. ამისათვის საჭიროა გახსოვდეთ მხოლოდ ზუსტი თარიღი (რიცხვი, თვე და საათი– მიახლოვებით მაინც) და ადგილი თქვენი შეხვედრისა, Flippy–ის ჯადოქრები კი მყისვე ციურ სხეულებს წარსულში დააბრუნებენ და პოსტერზე გადმოიტანენ. შეგიძლიათ ადამიანის დაბადების დღეც ამგვარი საჩუქრით დაამშვენოთ, ვფიქრობ, ყველას აინტერესებს, როგორ გამოიყურებოდა კოსმოსი ზუსტად იმ დროს, როდესაც თავად ქვეყნიერებას მოევლინა.

 

სასაჩუქრე ვაუჩერი

 

 

 

 

 

 

 

და ბოლოს, თუ თქვენი მეგობარი პრეტენზიულია, ან უბრალოდ არ იცით რა უფრო გაახარებს, შეგიძლიათ ბრენდული ქსელის სასაჩუქრე ვაუჩერი შეიძინოთ და თავად მას მიანდოთ არჩევანი, იქნება ეს სუნამო, თავის მოვლის საშუალებები თუ რელაქსაციური მასაჟი.

 

 

გილოცავთ დამდეგს, იმედი მაქვს დაგეხმარეთ საჩუქრის შერჩევაში. თუმცა, არ დაგვავიწყდეს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია ერთმანეთს სითბო, სიყვარული და მზრუნველობა გადავდოთ, საჩუქარი, კი, თუნდაც უმცირესი, ამაში მხოლოდ ერთი ნაბიჯით წინ გვწევს.

eye-icon.svg

67125

chat-icon.svg

0

ავტორი Admin