ალფა დაზღვევა აცხადებს ვაკანსიას რეგიონალური გაყიდვების ჯგუფის უფროსის პოზიციაზე ქ. ბათუმში
სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი
ფუნქცია–მოვალეობები:
· კომპანიაში არსებული სადაზღვევო პროდუქტების და პროცესების ცოდნა;
· გუნდის მართვა;
· გუნდის განვითარება;
· გუნდის გეგმის შესრულების სისტემატიური მონიტორინგი და საჭიროების შემთხვევაში კონკრეტული ღონისძიებების დაგეგმვა და შესრულების კონტროლი;
· გუნდის ყოველდღიური რეპორტინგის ანალიზი;
· პორტფელის ზრდა და მისი მართვა;
· მომხმარებელთა ბაზების მოძიება და მუდმივი კომუნიკაცია;
· სადაზღვევო ბაზრის ანალიზი;
· უშუალო ხელმძღვანელთან ყოველდღიური და ყოველკვირეული რეპორტის მიწოდება;
· საშუალო და მაღალ შემოსავლიან სეგმენტში ბრენდის ცნობადობის და მიმღებლობის გაზრდა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
· გაყიდვების მიმართულებით მინ. 1 წლიანი გამოცდილება სადაზღვევო ან საბანკო სფეროში;
· MS Office პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
· კომუნიკაბელურობა;
· პასუხისმგებლობის უნარი;
· გუნდის მართვის უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტის მისამართზე: hralpha@alpha.ge და დასახელების ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
ალფა დაზღვევა გისურვებთ წარმატებებს!