2.06.2022

რა მოხდებოდა, ქონება რომ დამეზღვია

blog-article-image-one.jpg

კარგად ვიცით, რამდენად დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული საცხოვრებელი სახლის აშენება, შეძენა, გარემონტება, კეთილმოწყობა და ყველა იმ ოცნების განხორციელება, რომელსაც ბავშვობიდან ვესწრაფვით. როდესაც ოცნებას ვიხდენთ და ჩვენს მყუდრო საცხოვრებელ ადგილს ვქმნით, რატომღაც ყველაზე მთავარი, რისკების დაზღვევა გვავიწყდება. ჩვენს კომფორტსა და ახდენილ ოცნებას დაცვა სჭირდება. როგორც წესი, ადამიანებს ქონების დაზღვევა ზარალის დათვლის შემდგომ ახსენდება და სწორედ ამ დროს სვამს კითხვას „რა მოხდებოდა, დაზღვეული რომ მქონოდა?“.

არადა, მართლა მარტივია – მაშინ, როდესაც ჩვენს სურვილებზე, გეგმებზე და მიზანზე ვართ ორიენტირებული, მთავარია რომ ჩვენს გეგმებში მიღწეულის დაცვა და შენარჩუნებაც შევიტანოთ.

სწორედ ესაა ქონების დაზღვევა – ხელის შეწყობა ჩვენი კომფორტისა და სიმშვიდისთვის. დარწმუნებული ვარ, ამ სიტყვებს პირველად არ კითხულობ და სხვადასხვა სადაზღვევო კომპანიებს, სხვადასხვა მესიჯებით სწორედ ეს სათქმელი მოუტანიათ შენამდე.  მაგრამ სიმართლე სწორედ ესაა – დაზღვევაა დამატებითი კომფორტი და დაცვა იმისა, რაც ყველაზე ძალიან გიყვარს – ჯანმრთელობა, ავტომობილი, სახლი, ქონება… ყველა იმ მნიშვნელოვანი ელემენტისა, რომელიც შენს ცხოვრებას კომფორტულს და მშვიდს ხდის.

თუ აქამდე წაიკითხე, ბუნებრივია კითხვები გაგიჩნდა: რა ღირს დაზღვევა?

დაზღვევა ღირს ის თანხა, რასაც გაწვდები. ალბათ, ბანალურად ჟღერს, მაგრამ გადახდები დამოკიდებულია შენს მიერ მოთხოვნილ დაფარვაზე (რისკები, გამონაკლისები). შეეცადე დაიჭირო ბალანსი, დაფარო ყველაფერი, რამაც შეიძლება დაგაზიანოს და გადაიხადე ცოტა.

რა შემთხვევები ანაზღაურდება?

ხანძარი – რამაც შეიწირა ნოტრ დამ დე პარი;

აფეთქება  – რასაც მაგარი ბიჭები ზურგშექცევით ხვდებიან;

მეხის დაცემა – რაზეც ამბობენ რომ, ხელმეორედ იგივე ადგილს არ ურტყამს (ტყუილია);

საფრენი აპარატის ან მათი ნაწილების დაცემა – რამაც, დონი დარკოსი არ იყოს, შესაძლოა მთელი სახლი გაგინადგუროთ;

სტიქიური მოვლენები – ქარიშხალი, გრიგალი, წყალდიდობა, ღვარცოფი, უხვთოვლიანობა, ზვავი, მეწყერი, გრუნტის ჩამოშლა, მიწისძვრა, სეტყვა;

მესამე პირის  მართლსაწინააღმდეგო  ქმედება – ძარცვა, ქურდობა, ყაჩაღობა, ვანდალიზმი ან მისი მცდელობა;

დატბორვა – რაც გამოწვეულია სახლის წყალგაყვანილობის მილების დაზიანებით;

ავტომობილის შეჯახება;

კვამლით გამოწვეული დაზიანება;

რა შემთხვევები არ ანაზღაურდება?

თუკი რაიმე ძალით გააფუჭე.

თუ შენი შინაური ცხოველი ცელქობს და ამით სახლი ზარალდება.

თუ ელექტრონულ გიტარაზე  ისე ხმამაღლა უკრავდი, რომ კედლები გაიბზარა.

მოკლედ, ძირითადად ისეთი რაღაცები, რასაც დაუზღვევლადაც არ უნდა აკეთებდე.

გამონაკლისების დეტალური სია, შეგიძლია სადაზღვევო ხელშეკრულებაში გულმოდგინედ წაიკითხო.

და ბოლოს:

კიდევ ბევრი შეგვიძლია ვილაპარაკოთ ქონების დაზღვევაზე და გიამბოთ შემთხვევებზე, თუ როგორ დაეტბორა ჩვენს დაზღვეულს საყვარელი სახლი და როგორ ავუნაზღაურეთ ზარალი, მაგრამ ძალიან მოკლედ გეტყვით:  გამოიყენე ყველა შესაძლო პირობა შენი კომფორტისთვის, მათ შორის ქონების დაზღვევაც.

მართლა რა უნდა იყოს იმაზე უკეთესი, როცა შეგიძლია მშვიდად დაიძინო, დანარჩენს კი ჩვენ მივხედავთ. ესაა ჩვენი დაპირებაა ყველა პროდუქტის და ყველა ჩვენი დაზღვეულის მისამართით.

შენი მიზნისაკენ გზაზე ჩვეულებრივი ამბავია რაიმე გაუთვალისწინებელი მოხდეს  და ქონებაზე ზრუნვაც ხომ ერთ-ერთი მიზანია? შენ  მთავარია მიზნისკენ იარო – დანარჩენს მართლა ჩვენ მივხედავთ.

ალფა – რაც არ უნდა მოხდეს, ხელს არაფერი შეგიშლის.

eye-icon.svg

1

chat-icon.svg

0

Author Admin