5.05.2021
მსოფლიოს 5 ყველაზე ღარიბი ქვეყანა
ადამიანთა სევდა
მსოფლიოს ყველაზე მდიდარ ქვეყანაშიც კი ვაწყდებით ადამიანებს, რომლებიც სიღატაკეს ყოველდღიურად ებრძვიან. რთულია, იყო მდიდარი ქვეყნის ღარიბი შვილი, თუმცა, წარმოუდგენლად რთულია, იყო ღატაკი ქვეყნის ღარიბი შვილი.
სამწუხაროდ, არსებობს ქვეყნები, რომელთა მოსახლეობის ყოველი შემადგენელი ნაწილი უბრალოდ სიღატაკესთან ერთად ცხოვრებას შეგუებულნი არიან. რაც ყველაზე დიდი უსამართლობაა, ისინი არც ფიქრობენ, რომ ოდესმე ამ ყოფას თავს დააღწევენ… მიზეზი ამისა ის არის, რომ “გაჭირვებულს ქვა აღმართში ეწევა”.
ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის სიმცირის გარდა, ასეთი ქვეყნები, როგორც წესი, საკუთარ თავზე იწვნევენ სტიქიური უბედურებების, კლიმატის უეცარი ცვლილების, შიდა თუ გარე კონფლიქტის მთელ კომბინაციას...
5. ბურუნდი
სტატისტიკის მიხედვით, მსოფლიოს უღატაკეს ქვეყნებში მეხუთე ადგილზე არის ბურუნდის რესპუბლიკა - სახელმწიფო ცენტრალურ აფრიკაში.
საქმე იმაშია, რომ 1962 წელს ბურუნდმა დამოუკიდებლობა მოიპოვა და გამოეყო ბელგიას. ამ დღიდან მოყოლებული, ის მუდმივი კონფლიქტის ზონას წარმოადგენს. 1994 წელს ეს დაპირისპირება სამოქალაქო ომში გადაიზარდა, რამაც გამოიწვია სიღატაკე ბურუნდის მოსახლეობის დაახლოებით 65%-ში. (ეს მონაცემები მსოფლიოს ბანკის 2014 წლის კვლევას ეფუძვნება).
მოგეხსენებათ, სიღატაკე განათლების პირდაპირ პროპორციულია. სამოქალაქო ომს ის მოყვა, რომ დღემდე, ბავშთა უმეტესობა მხოლოდ 3 წლიან სასკოლო განათლებას იღებს… დანარჩენ დროს, კი ცდილობს უბრალოდ შიმშილს გაუმკლავდეს. სამწუხაროდ, საშინელი პირობების გამო, ახალშობილისთვის ეს ადგილი მსოფლიოს ყველაზე საშიშ ადგილადაა დასახელებული.
ამავე კვლევის თანახმად, ყოველი დაბადებული 100,000 ბავშვიდან წელიწადში 740 იღუპება.
4. ჩადი
მსოფლიოში სიღატაკით მეოთხე ადგილზე ჩადია. ჩადი ცენტრალური აფრიკის ჩრდილო ნაწილში, საჰარას უდაბნოში არსებული სახელმწიფოა.
გაგიკვირდებათ, მაგრამ ამ ქვეყნის სიმდიდრე მისივე სიღატაკის სათავეა. საქმე იმაშია, რომ ჩადში 4 მილიარდი ნავთობმომპოვებელი ჭაბურღილი და ნავთობით მდიდარი ველია. სწორედ ამ ველების დამსახურებით, ჩადი მუდმივი კონფლიქტის ზონას წარმოადგენს არაერთი ზე-სახელმწიფოსა თუ პატარა დაჯგუფებებში - ამ საქმეში განსაკუთრებით აგრესიულები ბოკო ჰარამის სამხედრო დაჯგუფების წევრები არიან.
მსოფლიო ბანკის მკვლევარები 8 წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ აქ მოსახლეობას, რის შედეგადაც დაადგინეს, რომ ბავშვები მხოლოდ 2 წლის განმავლობაში ახერხებენ სკოლაში სიარულს, მომდევნო წლებში კი მშობლებს ეხმარებიან საარსებო მინიმუმის მოპოვებაში...
3. სამხრეთ სუდანი
მესამე ადგილზე სამხრეთ სუდანის რესპუბლიკაა. სუდანმა დამოუკიდებლობა სულ რაღაც 9 წლის წინ - 2011 წლის ივლისში მოიპოვა, თუმცა დამოუკიდებლობის მიღება მას ძვირად დაუჯდა. ნედლეულით ისედაც უღარიბეს ქვეყანას შიდა თუ გარე დაპირისპირებებმა ეკონომიკური “კეთილდღეობის” ის მარაგიც გამოაცალა, რაც გააჩნდა.
აქ დამკვიდრებული უკიდურესი სიღატაკის გამო სუდანში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა სულ რაღაც 57,3 წელია. წელიწადში საშუალოდ 250,000 ბავშვი იღუპება საკვების უკმარისობის გამო. ალბათ, სიტყვები ზედმეტია…
2. ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა
მეორე ადგილზე სიღატაკით ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაა. სიღატაკეს რომ თავი დავანებოთ, ეს ქვეყანა მსოფლიოში პირველ ადგილზეა შიმშილის მაჩვენებლით. ძალიან მიმძიმს იმის თუნდაც წარმოდგენა, რისი გამკლავებაც აქ დაბადებულ ადამიანებს უწევთ ყოველდღიურად, თავიანთი სიცოცხლის უკანასკნელ წამამდე.
მსოფლიო ბანკის 2008 წლის კვლევით, მოსახლებოის 62% სიღატაკის მინიმალურ ზღვარს ქვევითაა. აქ შესაბამისად, სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობაც იკლებს და ის 52.9 წლის ტოლია. სამწუხაროდ, აქ ბავშვთა სიკვდილიანობის მაშცვენებელიც მსოფლიოში უმაღლესია.
1. ნიგერია
და ბოლოს, ამ სამწუხარო შეჯიბრში გამარჯვებული ნიგერიაა. აქ გამეფებულ სიღატაკეს ერთვის ტერორიზმი, იძულებითი მიგრაცია, კლიმატის ცვლილებები და მოსახლეობის ჭარბი რაოდენობით მატება. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკვების არ ქონას, ემატება მოსახლეობაში გავრცელებული მალარია და სასმელი წყლის არ ქონა. თითქოს ეს ადგილი ღმერთმა მოიძულა, ან სულაც, დაივიწყა.
UNICEF და ათასობით სხვა არასამთავრობო ორგანიზაცია ცდილბოს მათ დახმარებას, საკვებითა თუ წყლით უზრუნველყოფას, თუმცა, მათი მცდელობები ზღვაში წვეთია.
ვისურვებდი, რომ სიტყვა “სიღატაკე” ოდესმე გამქრალიყო, რომ მისი გამოყენება არასოდეს დაგვჭირვებოდეს… რომ ამ ქვეყნის შვილებს შეძლებოდათ სხვებივით სრულფასოვნად ცხოვრება, საკუთარი თავის განვითარებაზე ზრუნვა, განათლების მიღება და სიცოცხლით ტკბობა. ყველა ადამიანი იმსახურებს ამას…